თეგებით ძიება
07. 06. 2021 COVID - 19

მოგვიწევს ვირუსთან ერთად ცხოვრება ვისწავლოთ - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტის მოსაზრებით, კორონავირუსის გლობალური აღმოფხვრა ამჟამად მნიშვნელოვან პერსპექტივას არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Independent წერს.

ჯანმო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის საკითხებში, დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ ვაქცინისა და წამლების მეშვეობით ვირუსის გაქრობის იმედი არ უნდა გვქონდეს.

"ხალხს მოუწევს ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება ისწავლოს. გამოჩნდება ახალი შტამები, გაჩნდება დაავადებები და გაჩნდება ინფექციის ახალი კერები და ამას უნდა შევეჩვიოთ", - განაცხადა ნაბარომ Sky News-სათვის მიცემულ ინტერვიუში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა