თეგებით ძიება
07. 06. 2021 COVID - 19

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულებში ახალი სინდრომი დაფიქსირდა

ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების იმუნური სისტემა საკუთარ ორგანოებსა და ქსოვილებზე რეაგირებს. ამის შესახებ სამეცნიერო პორტალ EurekAlert-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული.

”ადრეული [კვლევის] მონაცემები აჩვენებს, რომ SARS-CoV-2 ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ხანგრძლივი ავტოიმუნური გართულებები. არსებობს მტკიცებულებები, რომ SARS-CoV-2 ინფექციის შემდგომ გართულებებს შორის არის მთელი რიგი ავტოიმუნური დაავადებები, მათ შორის გიიენ-ბარეს სინდრომი”, - ნათქვამია მოხსენებაში.

ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექს რიხტერმა განმარტა, რომ ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირების ორგანიზმშია ნაპოვნი, მსგავსია იმ ანტისხეულების, რომლებიც გულის, კუნთების და კანის სხვადასხვა ავტოიმუნურ დაავადებებს იწვევენ.

გიიენ-ბარეს სინდრომის უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა შემჩნეულია, რომ ის უმეტესად რესპირატორული ან საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსული ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარდება.

გიიენ-ბარეს სინდრომის დროს იმუნური სისტემა, რომელიც ნორმაში მხოლოდ “უცხოს” უნდა უტევდეს, აზიანებს თავისივე ორგანიზმის ნერვებს. სინდრომის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მწვავე მადემიელინიზებელი პოლირადიკულონეიროპათია. ამ დროს ზიანდება მიელინი – ნერვის მფარავი გარსი, რაც ხელს უშლის ნერვული იმპულსის ტვინამდე მიტანას. შედეგად ვიღებთ კუნთების სისუსტეს, მგრძნობელობის დაკარგვას და პარალიზს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა