კიდევ ერთი მედიკამენტი... 2022 წელს პანდემია დასრულდება - ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ახალი, კოვიდსაწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატის "ტემპოლის" შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
ფხაკაძე აღნიშნულ პრეპარატს პოტენციურად საინტერესოს უწოდებს. მას იმედი აქვს, რომ მეცნიერები შეძლებენ საიმედო შედეგების მიღებას და 2022 წელს პანდემია დასრულდება.
"კოლეგებისთვის. კიდევ ერთი პოტენციურად საინტერესო მედიკამენტი. ამჟამად მსოფლიოში კოვიდ საწინააღმდეგო 300-მდე კანდიდატი ვაქცინაა და 100-მდე კანდიდატი სამკურნალო მედიკამენტია.
მე მჯერა, რომ 2021 წლის ბოლომდე, მეცნიერები შეძლებენ, დადონ საიმედო შედეგები და 2022 წელი იქნება ამ პანდემიის დასრულების წელი. ყველაფერი შესაძლებელია,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.