მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული „სინოფარმის“ მეორე დოზით აიცრა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე ჩინური წარმოების ვაქცინა „სინოფარმის“ მეორე დოზით, წმინდა მეფე მირიან და დედოფალ ნანას სახელობის მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრში აიცრა.
დავით ნოზაძის განცხადებით, იმისთვის, რომ დავუბრუნდეთ ჩვეული ცხოვრების რიტმს, ვაქცინაცია აუცილებელია.
სახელმწიფო რწმუნებულმა მოქალაქეებს ვაქცინაციაში მეტად ჩართვისკენ მოუწოდა.