თეგებით ძიება
07. 06. 2021 COVID - 19

სამხრეთ კორეაში \'\'არაფრის კეთების\'\' კონკურსი ჩატარდა

სამხრეთ კორეაში ყოველწლიური "გარე სივრცის" კონკურსი ჩატარდა, რომელსაც სხვაგვარად "არაფრის კეთების" შეჯიბრადაც მოიხსენიებენ. ამის შესახებ გამოცემა Insider წერს.

წელს კონკურსში სულ 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსანტები ქალაქისგან მოშორებით, ტყეში, პლედებზე განთავსდნენ. მონაწილეები 90 წუთის განმავლობაში არაფერს აკეთებენ და მოდუნებას ცდილობენ. კონკურსის გამარჯვებული სწორედ ის გახდა, ვინც სიმშვიდის მოპოვება ყველაზე კარგად შეძლო და ვისაც ყველაზე სტაბილური პულსი აღმოაჩნდა.

\'\'არაფრის კეთების\'\' კონკურსი სამხრეთ კორეაში 2014 წლიდან იმართება. იგი ქალაქებიდან მოშორებით, ბუნებაში ტარდება. მონაწილეებს 90 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მოდუნება მოეთხოვებათ. სპეციალური ჟიური გამარჯვებულებს პულსის მიხედვით ავლენს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა