ეპიდვითარება საქართველოს სამეზობლოში
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 174 მლნ-ს (174,253,838) აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ეპიდემიოლოგიური ვითარება ასეთია: ????
რუსეთის ფედერაცია
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 756 პირი გამოჯანმრთელდა, 330 პაციენტი კი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 135 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 743 000-ს აჭარბებს.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, 4 კი, გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აზერბაიჯანში კორონავირუსის 334 747 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 327.114 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 945 ინფიცირებული კი, გარდაიცვალა.
ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობა2,688-ს შეადგენს.
სომხეთი
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 შემთხვევა გამოვლინდა, 141 პაციენტი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ხუთით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 223 212 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 214 504 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 463 პაციენტი კი გარდაიცვალა.
თურქეთი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 5 647 ადამიანს დაუდასტურდა, 91 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსისგან 6 576 პაციენტი განიკურნა.
ქვეყანაში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 5,2 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 5,1 მილიონი ადამიანი, მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 48 255 შეადგინა.