ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვაქცინაციის ღირებულება გაიზარდა.
„დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 10 ლარამდე გაიზარდოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება. „იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან დაიწყო.