თეგებით ძიება
08. 06. 2021 COVID - 19

სავაჭრო მოლები, საგამოფენო სივრცეები - სად იქნება მასობრივი ვაქცინაციის სივრცეები?

„ივლისიდან ჩვენ რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ, დაახლოებით დღეში 20-25 ათასი აცრა უნდა ჩატარდეს ყოველდღიურად და ამისათვის ვემზადებით. ივლისს - აგვისტო, სექტემბერი-ოქტომბერში ქვეყანა მიიღებს დაახლოებით 3 მილიონ 200 ათასზე მეტ ვაქცინას“- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის პუნქტები გაფართოვდება და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა საჯარო ცენტრებთან.

„ჩვენ შეგვეძლება მასობრივი ვაქცინაციის დაწყება, ამისათვის ინტენსიურად ვემზადებით. აღსანიშნავია, რომ დამატებითი ბრიგადები უნდა ჩაერთოს ამ პროცესში და მობილიზაცია განხორციელდეს. ამ თვის ბოლომდე 400 ბრიგადამდე უნდა ავიდეთ.

ქვეყნის 4 ქალაქში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები, თბილისში მინიმუმ 3 ან 4, ხოლო დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

მაგალითად, თბილისში „ექსპო ჯორჯიასთან“ ვთანამშრომლობთ, რომ მათი პავილიონების გამოყენება მოხდეს ვაქცინაციისათვის. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება „ჰუალინგის“ ცენტრთან, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან, სადაც დიდი დარბაზებია და სავაჭრო მოლებთან.

ვმუშაობთ, რომ ვაქცინაცია ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. ეს იქნება როგორც წინასწარი (ონლაინ) დაჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგებით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა