თეგებით ძიება

8 კითხვა, რომელიც თქვენს თავს გაღვიძებისთანავე უნდა დაუსვათ


8 კითხვა, რომელიც თქვენს თავს გაღვიძებისთანავე უნდა დაუსვათ.
ყოველ დილით საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგის ჩატარებამ შეიძლება დღის უფრო პოზიტიური დასაწყისი შექმნას. კითხვებს, რომლებსაც ვსვამთ, ასევე შეუძლია ჩამოყალიბოს ჩვენი აღქმა იმის შესახებ, თუ ვინ ვართ და რისი გაკეთება გვსურს ჩვენი მიზნების მისაღწევად. როდესაც საკუთარ თავს მნიშვნელოვან კითხვას დაუსვამთ, თქვენი გონება ავტომატურად ფოკუსირდება უკეთესი პასუხებისა და გადაწყვეტილებების მიღებაზე. აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რისი გამოყენებაც შეგვიძლია ჩვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაღვიძების თანავე.
1. რითი ვარ მადლიერი დღეს?
ყოველი დღე დაიწყეთ იმაზე ფიქრით, რა გაქვთ, რაც უკვე ბედნიერებასა და წარმატებას გმატებთ. კონცენტრირება პოზიტივზე გააკეთეთ ყოველ დილით და მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ეს აქტიური აზროვნება შეინარჩუნოთ მთელი დღის განმავლობაში.

2. რა არის ჩემი სამიზნე დღეს?
გაიღვიძე და აარჩიე ერთი რამ, რასაც დღის ყურადღების ცენტრში მოექცევი. კონცენტრირდით ამ მიზანზე მთელი დღის განმავლობაში.

3. რატომ ვაპირებ დღეს მუშაობას?
გაარკვიეთ, რატომ მიდიხართ სამსახურში.

4. ვარ პოზიტიური ადამიანებთან?
მადლობელი იყავით იმ ხალხით, ვინც თქვენს ცხოვრებაში არსებობს და უკეთესს აქცევს მას, გაცემული პოზიტიური ენერგია აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

5. როგორ ვისიამოვნებ დღეს?
არ უნდა გაიღვიძოთ იმაზე ფიქრით, თუ რა სამუშაოს შესრულება გჭირდებათ. წინა ღამით შეადგინეთ გეგმა, რომ გქონდეთ მინიმუმ ერთი მხიარული და სასიამოვნო საქმიანობა. გაიღვიძეთ ყოველ დილით ღიმილით, როდესაც ფიქრობთ იმ გართობაზე, რომელსაც იმ დღეს აპირებთ.

6. როგორ ვიცხოვრო მომენტში?
გაღვიძებისთანავე იგრძენით თქვენი გარემოცვა. გააცნობიერე, რომ საწოლში წევხარ - როგორ გრძნობთ თავს? როგორ გრძნობთ თქვენს კანს? ფოკუსირება მოახდინეთ ყველა მომენტზე და უფრო ადვილი იქნება ამ დღის "ცოცხლად შეგრძნების" მდგომარეობაში დაბრუნება.

7. სად ვარ ახლა და სად მინდა, რომ ვიყო?
მნიშვნელოვანია ყოველთვის იფიქროთ იმაზე, თუ სად ხართ ამჟამად და სად გსურთ. იცით რომელი მიმართულებით მიდიხართ? თუ არა, რა ცვლილებების შეტანა გჭირდებათ დღეს, რომ ამ მიმართულებით იმოძრაოთ, გაიზარდოთ და განვითარდეთ?

8. როგორ ვქმნი განსხვავებას?
ჩვენ ყველას გვსურს შევქმნათ ცვლილება, იქნება ეს დიდი თუ პატარა. გამონახეთ დრო ყოველ დილით იმის გასარკვევად, თუ როგორ გსურთ შეიტანოთ ცვლილებები ამ კონკრეტულ დღეს. თქვენი ცხოვრების ხარისხი გარკვეულწილად ეყრდნობა თქვენს მიერ ყოველდღიურად დასმული შეკითხვების ხარისხს და გატარებული ქმედებების რაოდენობას. თქვენი დღის აქტიური აზროვნებით დაწყებით, თქვენ მუდმივად იმუშავებთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა