თეგებით ძიება

რა ეფექტი აქვს დიეტას შთამომავლობაზე?

აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში შეისწავლეს კვების შეზღუდული რეჟიმის გრძელვადიანი ეფექტი შორეულ შთამომავლობაზე. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ინტერვალური შიმშილი. მის გავლენას აანალიზებდნენ ჭიის ჩაენორჰაბდიტის ელეგანს-სა და მისი შთამომავლობის სამ თაობაზე.
სულ შესწავლილი იქნა C.Elegans-ის 2500 ინდივიდი. ჭიების პირველ თაობას ამყოფებდნენ შემცირებული კალორაჟის დიეტაზე ან საერთოდ არ უზღუდავდნენ საკვებს. ამ ინდივიდების შთამომავლობას ასევე სვამდნენ დიეტაზე ან აძლევდნენ საკვებს შეუზღუდავი რაოდენობით. მკვლევარებმა გაანალიზეს, როგორ ეფექტს ახდენს წინაპრების კვების სხვადასხვა სცენარი შემდგომი თაობის გამრავლების უნარსა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

აღმოჩნდა, რომ დროებითი შიმშილი სასარგებლოა, მაგრამ არა ყველასათვის. იმ ინდივიდებში, რომლებიც დაბალკალორიულ დიეტაზე ჰყავდათ, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა და გაძლიერდა რეპროდუქციული უნარები. მაგრამ შიმშილობის შედეგები იყო უარყოფითი მაშინაც კი, თუ შთამომავლობა არ იყო შეზღუდული კვებაში. შთამომავლების ("შვილიშვილებსა" და "შვილთაშვილებს") სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა.

mkurnali.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა