მცენარეების მაგია: ყვავილი, რომელიც შენია
ბევრ ადამიანს უყვარს მცენარეების მოვლა. მათთვის ამ საქმიანობას დიდი ესტეთიური სიამოვნება მოაქვს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე მცენარესთან ახლოს ერთი ადამიანი მშვენივრად გრძნობს თავს, მეორე კი დისკომფორტს განიცდის. ან კიდევ, მცენარეები ერთი ადამიანის მოვლის შედეგად კარგად ხარობენ, მეორესთან კი, რაც არ უნდა კარგად მოუაროს, ჭკნებიან და ხმებიან... ბიოენერგოთერაპევტები გვარწმუნებენ, რომ მცენარეებს შორის, ისევე როგორც ადამიანთა შორის, გვხვდებიან ენერგეტიკული დონორები და ვამპირები: პირველნი გვაძლევენ ენერგიას, მეორენი - გვართმევენ. უმჯობესია "მწვანე მეგობრები" ავირჩიოთ ზადიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძისთვის მისაღებია ტიტები, აზალიები, ბეგონიები, ბროწეული.
კუროსთვის ყველაზე საუკეთესოა გაზარდოს ირისი, ჰორტენზიები, იები, ბეგონიები.
ტყუპებისათვის - გერანი, ასპარაგუსი, პალმა, პიონი.
კირჩხიბისათვის - ვარდები, ალოე, კაქტუსები.
ლომისათვის - მიხაკები, ბეგონიები, ამარანდა, კალები, გარდინიები, მიმოზები, ჩინური ვარდი.
ქალწულისათვის რეკომენდებულია ქრიზანტემები, გლადიოლუსები, დრაცენა.
სასწორისათვის - გეორგინები, აზალიები, ქოთნის წიწაკები, ქრიზანტემები, დიდფოთლიანი ჰორტენზიები, ლილიები.
მორიელებს ურჩევენ გაზარდონ გერბერები, აფრიკული იები, დრაცენა, ოლეანდრი, ალოე.
მშვილდოსანისათვის - ანემონები, აზალიები, ფიკუსები, ლიმონი.
თხის რქას - ქრიზანტემები, დრაცენა, ფიკუსი, დაფნა, სურო, ჭორიკანა და სხვა ხვიარა მცენარეები.
მერწყულისათვის - ნარცისები, დრაცენა, ოთახის ბზა.
თევზებისათვის - ფრეზიები, ფიკუსები, ორქიდეები.