თეგებით ძიება

რა უნდა იცოდეთ მზისგან დამცავი საშუალების შეძენისას

მზის სხივების ზემოქმედებით, აქტიურდება ვიტამინის D3 სინთეზი, ვითარდება სტრესულ დატვირთვების მიმართ მდგრადობა, უმჯობესდება გონებრივი შესაძლებლობები და კანის ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მიმდინარეობა. თუმცა, დიდი რაოდენობით ულტრაიისფერმა გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება და კიბო. ამიტომ, ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია მზისგანდამცავი საშუალებების შერჩევა.

მზისგან დამცავი კრემები შეიცავს ფილტრებს, რომლებიც ხელს უშლის ულტრაიისფერი სხივების კანში შეღწევას. არსებობს ქიმიური და ფიზიკური ფოლტრები.

ფილტრები, რომლებიც ირეკლავენ და ფანტავენ ულტრაიისფერ სხივებს არის ფიზიკური, მათ მიეკუთვნება ტიტანის დიოქსიდი
და თუთიის ოქსიდი. მათ გააჩნიათ მოქმედების ფართო სპექტრი, ბლოკავენ რა UVA და UVB სხივებს, ისე რომ არ იწვევენ კანის გაღიზიანებასა და ალერგიას. დამტკიცებულია, რომ ტიტანის დიოქსიდისა და თუთიის ოქსიდის შემცველი მზისგან დამცავი კრემების გამოყენებისას, ეს ნივთიერებები ვერ აღწევენ და არ გროვდებიან ორგანიზმში.

ქიმიური ფილტრები, ქიმიური სტრუქტურის ხარჯზე, შთანთქავენ ულტრაიისფერ გამოსხივებას. მზის სხივებზე ხანგრძლივი ყოფნისას, ისინი იშლებიან და გამოყოფენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში და გამოწივიოს ალერგიული რეაქციები, ენდოკრინული დარღვევები და ა.შ..

მათ მიეკუთვნება: Avobenzone, Benzophenone, Octocrylene, Oxybenzone, Mexoryl, Tinosorb, Sulisobenzone, Dioxybenzone, Octinoxate, Padimate O, Octisalate, Homosalate, Troamine salicylate, Ethylhexyl, Ensulizole, Uvinul.

მწარმოებლები, მათი დაბალი ფასის გამო, ხშირად უმატებენ აღნიშნულ ნაერთებს მზისგან დამცავ საშუალებებში.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა