თეგებით ძიება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი: 11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი საავტომობილო გზის კმ56-კმ107 (ხანდოსხევი-კობი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.




საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა