თეგებით ძიება

"აცრამ დამღუპა... აცრაზე მივიყვანე საღსალამათი შვილი, რამდენიმე წუთში აუტისტი ბავშვი შემრჩა ხელში..." - რას წერს ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა აცრებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"2 დღის წინ ელიავაზე ვიყავი. რემონტი მაქვს და მიყვარს, როცა ყველაფერს მე თვითონ ვაკეთებ. გულიანად და ხარისხიანად მანქანა სადგომზე შევიყვანე, გადავიხადე და ბაზრობაზე შევედი. უკან დაბრუნებულზე მანქანასთან უცხო კაცი მელოდა. დიდი სიყვარულით მომესალმა და უკან მიბრუნებს სადგომზე გადახდილ ფულს, მადლობა რომ ყველგან ხალხის პოზიციას აჟღერებ და სადაც ჩვენ ვერ ვაწვდენთ ხმას, ჩვენს სათქმელს ამბობო. არაფერია ხალხის სიყვარულზე მაგარი ამ ქვეყნად. არ ვიცი როგორ ცვლიან ამას პოლიტიკაში, ფულში, ან ნებისმიერ რამეში. და მიყვება ეს კაცი... ამ გუშინ შექმნილ ვაქცინაზე, რომ გამოდიან და ძალით გვტენიან, ასი წლის გამოცდილმა აცრამ დამღუპა და ამათ გუშინ შექმნილ ვაქცინას ვენდობიო?! გეგმიურ აცრაზე მივიყვანე საღსალამათი შვილი, მხიარული, აქტიური.. შვილო რამდენიმე წუთში აუტისტი ბავშვი შემრჩა ხელში, მცენარედ გადაიქცა ჩემი შვილი .. ეს მაშინ, როცა ასწლეულს ითვლის გეგმიური აცრები, და ესენი მე მიმტკიცებენ გუშინ შექმნილ ვაქცინაზე , რომ უსაფრთხოა და გამყრელიძეს უფრო ვუყვარვარ ვიდრე მე მიყვარს ჩემი თავიო?! შემდეგში რომ გამოხვალ ტვში, აუცილებლად თქვი, რომ ჩვენ ხალხს, აზრი გაგვაჩნია, საკუთარი სიცოცხლეც გვიყვარს და ეს მამა მარჩენლად მოვლენილი ხალხი, ჩვენს ხარჯზე რომ მილიონებს ჭამენ, ტვინს ვერ გადაგვიბრუნებენ და საკუთარ სასიკვდილო განაჩენზე ხელს ვერ მოგვაწერინებენო...

ღმერთს მადლობებს ვუხდიდი მთელი გზა ყველა გეგმიურ აცრაზე, რომლიდანაც ჯანმრთელი წამოვიყვანე ბავშვებ. ოთხჯერ ყველა გეგმიური ჩატარებული გვაქვს. ვერ ვისმენ ბავშვებზე მძიმე ისტორიებს... საშინლად მოქმედებს ჩემზე... ყველა ბავშვს ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას ვუსურვებ", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.

[flash=425,264][/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა