დაორსულება გინდათ? - გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ალკოჰოლი ბავშვის ჩასახვაზე
ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება მენსტრუალური ციკლის ყველა ეტაპზე, დაორსულების შანსებს ამცირებს. ამის შესახებ საუბარია ამერიკელი მეცნიერების კვლევაში.
ის რომ, ორსულობის დროს ალკოჰოლის მიღება სასურველელი არ არის, ცნობილია, თუმცა მისი გამოყენება ჩასახვის დროს, ნაკლებად არის შესწავლილი.
ექიმები ორსულობის პირველ თვეებში ქალებს ალკოჰოლური სასმელის მიღებისგან თავშეკავებას ურჩიევენ, მათ კი, ვინც ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთა - საერთოდ უკრძალავენ.
ექიმები მთელ მსოფლიოში ქალებსაც და კაცებსაც ურჩევენ, ბავშვის ჩასახვის დროს, ალკოჰოლური სასმელები არ მიიღონ.
აშშ-ის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ოთხიდან სამი ამერიკელი ქალი, რომლებსაც სწრაფი დაორსულება უნდა, უარს ვერ ამბობს ალკოჰოლის მიღებისგან.
ახალ კვლევაში კენტუკის შტატის ლუისვილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ენახათ, როგორ მოქმედებს მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა დროს ალკოჰოლის მიღება.
კვლევისთვის, რომელიც ჟურნალმა "Human Reproduction"-მა გამოაქვეყნა, მკვლევარებმა ნიუ-იორკის სამედიცინო ცენტრ "მაუნთ-სინაის" მიერ 1990-94 წლებში მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს.
ოფისებში დასაქმებული 19-დან 41 წლამდე ქალები მათ მიერ მიღებული ალკოჰოლის რაოდენობას აღრიცხავდნენ 19 მენსტრუალური ციკლის განმავლობაში და რეგულარულად ამოწმებდნენ ორსულობას. მეცნიერებმა 413 მონაწილე ქალის მონაცემები შეისწავლეს.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ ეტაპზე, ალკოჰოლის მიღება უკავშირდებოდა დაორსულების ალბათობის შემცირებას, იმათთან შედარებით, ვინც საერთოდ არ იღებდა ალკოჰოლს", - აღნიშნა დოცენტმა კირა ტეილორმა, რომელიც ახალ კვლევას ხელმძღვანელობს.
იმ სტადიაზე კი, რომელიც მენსტრუაციას წინ უსწრებს, ალკოჰოლის ზომიერი მოხმარებამაც კი მიუთითებს დაორსულების ალბათობის მკვეთრ შემცირებაზე, - აღნიშნა სპეციალისტმა.
ალკოჰოლის დიდ დოზად მიიჩნევა კვირაში ექვსი ულუფა, რაც უდრის 0,33 ლიტრ ლუდს, 148 მლ ღვინოს, ან 44 მლ ძლიერ სასმელს. ალკოჰოლის ზომიერ რაოდენობად ითვლებოდა სამიდან ექვსამდე ულუფა კვირაში, ძალიან მაღალ მაჩვენებლად კი - ოთხიდან დღეში.
როგორც ტეილორი აცხადებს, ოვულაციის პერიოდში, დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, დაორსულების ალბათობის 61%-ით შემცირებასთან იარის დაკავშირებული.
ამასთან მეცნიერები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლის მიღება დაორსულების ალბათობების შემცირებასთან არის დაკავშირებული, ამ კვლევაში მონაწილეობა მხოლოდ რამდენიმე ასეულმა ქალმა მიიღო .ამიტომ, დამატებითი კვლევების ჩატარება არის საჭირო.
bbc.com