თეგებით ძიება

რა საფრთხე ემუქრება თვალებს ზაფხულში?

ზაფხული - თავგადასავლების დროა! ყველაზე მეტ მოგონებას სწორედ ამ სეზონზე ვაგროვებთ ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, ზაფხული არცთუ ისე ხელსაყრელი დროა ჩვენი თვალებისთვის. მზის ძლიერი გამოსხივება, ცხელი ჰაერი, ქვიშა, ზღვის წყალი - თვალებზე უარყოფითად მოქმედებს. იწვევს გაღიზიანებას და „მშრალი“ თვალის სინდრომის განვითარების პროვოცირებას ახდენს.

ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება თვალებზე ძალიან სახიფათოა. შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივისა და რქოვანის დამწვრობა, რაც ცრემლდენით, ტკივილით ხასიათდება.

ცხელი ზაფხულის ამინდში იზრდება კონიუქტივიტისა და ანთებითი პროცესების რისკი. ზღვაში ან აუზში ბანაობა, დიდხანს კონდიციონერიან ოთახში ყოფნა, მზეზე გარუჯვა, ქვიშა, მტვერი - ყველაზე ხარისხიანი მზის სათვალეც კი ვერ უზრუნველყოფს თვალების 100%-ით დაცვას, რამდენადაც მზის სხივები დაუცველი ზონებიდან მაინც აღწევს და ნეგატიურ გავლენას ახდენს თვალის გარეგნულ სტრუქტურაზე.

კლიმატი

მთის მოყვარულებს უნდა გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მაღლა ადიხართ, მით უფრო აქტიურია მზე. ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრ სიმაღლეზე თვალების დაზიანების რისკი 2-3%-ით იზრდება.

ზღვა
თუ მზეზე დიდხანს გიყვართ გარუჯვა და წყლიდან მხოლოდ მაშინ ამოდიხართ, თუ ვიღაც იყვირებს: „ფრთხილად, ზვიგენია“, მაშინ აუცილებლად გჭირდებათ, დაიცვათ თვალები. გამოიყენეთ ყავისფერი, ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი ფერის მზის სათვალეები. ნაცრისფერი და ცისფერი კი სახლში დატოვეთ.

წიგნით პლაჟზე
თუ ექსტრემალური დასვენების მომხრე არ ხართ და სიმშვიდე გსურთ, პლაჟზე წიგნის კითხვა იდეალური ვარიანტია. აუცილებლად დაწექით ქოლგის ქვეშ, დაიხურეთ ფართოფარფლებიანი შლაპა. თეთრი ფურცელი მზის ყველა სხივს ირეკლავს და თქვენი თვალები კვლავ საფრთხის ქვეშაა.

ზაფხული ქალაქში

თუ ქალაქიდან ვერ გახვედით, პატარა საფეხმავლო ტურებს უნდა დასჯერდეთ, ან თბილისის მიმდებარე ადგილები უნდა მოინახულოთ. გამონაბოლქვი და მტვერი არანაკლებ საფრთხეს უქმნის თვალებს, ვიდრე პლაჟი და მზე.

როგორც უკვე გითხარით, მზის, ქარის და ზღვის წყლის ზემოქმედებისგან თვალები ღიზიანდება, გამოშრება, ხდება წითელი. ამ შემთხვევაში, თვალების მოსავლელად და დასაცავად გამოიყენება ჩასაწვეთებელი პრეპარატები - ე.წ. ხელოვნური ცრემლი, რომელსაც აქვს დამცავი, დამატენიანებელი ეფექტი, ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას.

marao.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა