თეგებით ძიება

მთავარი შეცდომა - რა დავლიოთ დიეტის დროს?

შეცდომები დიეტაზე ყოფნისას - თუ უარს ვამბობთ ცომეულზე, ტკბილეულზე, მკაცრად ვზღუდავთ მიღებული კალორიების რაოდენობას, მაგრამ ამავდროულად მივირთმევთ გაზიან სასმელებს და კიდევ უარესს - ალკოჰოლს, მთელი ჩვენი მცდელობა წყალში იქნება გადაყრილი. ის გაზიანი სასმელებიც კი, რომლებიც შაქარს არ შეიცავს მავნებელია, რადგანაც მათში ბევრია შაქრის შემცვლელი.

ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ხილის ახალგამოწურულ წვენებს. თუმცა ერთი ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი უდრის 2-3 ფორთოხალს, ეს კი იგივე კალორიებია, მხოლოდ თხევადი ფორმით. ეს ეხება ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ხილის წვენებსაც, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს.

ჩაიც კი
შეიძლება ზიანის მომტანი იყოს. შავი და მწვანე ჩაი შეიცავს ხელატებს, რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმისთვის საჭირო ლითონების ნორმალურ შეწოვას. თუ დიეტის დროს დიდი რაოდენობით მივიღებთ ჩაის, ამან შეიძლება გამოიწვიოს თუთიის, მაგნიუმისა და რკინის დეფიციტი.

მითია ისიც, რომ ყავა წვავს ცხიმს. მეცნიერულად ეს დამტკიცებული არ არის. ყავა აჩქარებს მეტაბოლიზმს, მაგრამ არა იმდენად, რომ ეს აისახოს წონის კლებაზე.

ძირითადი სასმელი დიეტის დროს, უნდა იყოს წყალი. გემოსთვის შეიძლება დავამატოთ ლიმონის ნაჭერი. ყველა სხვა დანარჩენი სასმელი, რაციონს კალორიებს დაუმატებს.

mkurnali.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა