კითხვები, რომელიც თქვენს შვილებს დაძინებამდე უნდა დაუსვათ
ყველა მშობელს სურს, რომ შვილებთან ახლო ემოციური კავშირი ჰქონდეს და ღიად განიხილოს მათი გრძნობები, ოცნებები და შიშები. მოდით შევთანხმდეთ, რომ დღის შუქზე, სხვა ბავშვებთან თამაშისას, შვილის ემოციური „გახსნა“ არც ისე ადვილია. ამიტომ, ბევრი დედა ძილის წინ ცდილობს შვილთან დაახლოებას.
1. დღეს რამ გაგაბედნიერა?
ამ კითხვის დასმა, თქვენს შვილებს საშუალებას მისცემს, ხელახლა განიცადონ დღის განმავლობაში მომხდარი ბედნიერი მომენტები და პოზიტიური ემოციებით შეძლონ დაძინება.
2. ვინ არის ყველაზე კეთილი ადამიანი, რომელსაც იცნობ და რატომ?
თუ ხშირად დაუსვამთ ამ შეკითხვას, საბოლოოდ, ადამიანებში სიკეთის ძებნა მათ ჩვევად გადაიქცევა. ისინი ისწავლიან სიკეთის მნიშვნელობას და არა მხოლოდ სხვებში დაიწყებენ მის აღმოჩენას, არამედ საკუთარ თავშიც.
3. დღეს, რამე ცუდი ხომ არ მოხდა?
დღის ზუსტად მომენტების ზუსტად განსაზღვრა, ყველა მშობლისთვის საუკეთესო პრაქტიკაა. ეს შექმნის სანდო ურთიერთობის საფუძველს, რაც მათ საშუალებას მისცემს გაგიზიარონ თავიანთი გრძნობები, თუნდაც იმ საკითხებზე, რომელზე საუბარიც არ სურთ. ნეგატიურ მოვლენებზე საუბარი, პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ის რეალური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამასთან, ცუდი მომენტების გაანალიზება დაეხმარებათ მსგავსი სიტუაციების მოგვარების უკეთესი გზები აღმოაჩინონ.
4. დღეს რამ გაგაბრაზა?
შეიძლება თქვენს შვილს რაღაც უჭირს, მაგრამ ამის შესახებ ვერ გაიგოთ, თუ პირდაპირ არ შეეკითხებით. ასე რომ, სთხოვეთ გაგიზიარონ ის მოვლენები, რამაც მათი გაბრაზება გამოიწვია. ეს შეკითხვა დაეხმარებათ ადრეული ასაკიდან ისწავლონ ნეგატიური ემოციების სწორი გამოხატვა.
5. რა იყო ყველაზე კარგი რამ, რაც დღეს სხვისთვის გააკეთე?
მაშინაც კი, თუკი მათ არავისთვის არაფერი კარგი არ გააკეთეს, ძილის წინ ამ კითხვის განმეორებით დასმა, თქვენს შვილებს სტიმულს მისცემს, მომავალში რამე კარგი გააკეთონ სხვისთვის და საკუთარი გამოცდილება გაგიზიარონ. ეს კი, კარგი პიროვნების აღზრდის საუკეთესო გზაა!
trend.ge