„შემდეგ კვირას სახალხო დამცველთან ერთად პანსიონში ჩავალთ“ - მეუფე იაკობი
ნინოწმინდის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელის, მეუფე იაკობის, თქმით, სავარაუდოდ შემდეგი კვირის ბოლოს ომბუდსმენთან ერთად ეწვევა ნინოწმინდის პანსიონს.
მეუფე იაკობის თქმით, მას ნინო ლომჯარიასთან გულღია საუბარი ჰქონდა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია საუბარი, ის პრობლემები მიმოვიხილეთ რაზედაც იყო საუბარი და შევთანხმდით იმაზე, რომ როგორც ქალბატონმა ნინომ ბრძანა, შემდეგი კვირის ბოლოს ალბათ ერთად ჩავალთ პანსიონში. ვნახავთ სიტუაციას.
მართლაც გულითადი საუბარი გვქონდა და არ გვქონია პრეტენზიები. აქ მტყუან-მართალზე არ იყო საუბარი, უბრალოდ ჩვენ ვცდილობთ რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ და დროზე დავამთავროთ ასეთი სიტუაცია. უკვე აღარც არის დაძაბული სიტუაცია, თქვენ თუ აღარ დაგვიძაბავთ იქ ჟურნალისტები, ძალიან სწრაფად შევლენ პანსიონში“, - აცხადებს მეუფე იაკობი.