წყლის მილის დაზიანების გამო, კონსერვატორიის დიდი დარბაზი დაიტბორა
კონსერვატორიაში, წყლის მილის დაზიანების გამო, დიდი დარბაზი დაიტბორა. ამის შესახებ განცხადებას კონსერვატორია ავრცელებს.
"დღეს გამთენიისას კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაზიანდა წყლის მილი, რამაც გამოიწვია დარბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის დატბორვა და დაზიანება. ტექნიკური ჯგუფის მიერ მიმდინარეობს დაზიანების ხარისხის დადგენა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მზადება.
დღეს დაგეგმილი საოპერო სტუდიის წარმოდგენა ქეთო და კოტე გადაიდო", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.