თეგებით ძიება

"ანგელოზებს არ ინდობენ... ჩემი ნახევარი გული შენთანაა...გილოცავ 24 წლის იუბილეს!" - თამარ ბაჩალიაშვილის დედის ემოციური პოსტი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ პროგრამისტს, თამარ ბაჩალიაშვილს დღეს 24 წელი შეუსრულდებოდა. იუბილესთან დაკავშირებით, ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"აი, შენი დაბადების დღეც დადგა, დეე. შენს გარეშე და შენთან განშორებიდან 11 თვე. მაპატიე დედა შენს გარეშე გატარებული ყოველი დღეების, საათების და წუთებისთვის, რადგანაც ერთი წამითაც კი ვერ წარმოვიდგენდი ჩემს არსებობას შენს გარეშე. მარა ეს იცოდე, ჩემი ნახევარი გული შენთანაა, მხოლოდ ნახევარი გული ძგერს გიოსთვის. გილოცავ 24 წლის იუბილეს ცათა საუფეველში, უფლის კალთის ქვეშ, ამ ბოროტი დედამიწისგან შორს, სადაც ანგელოზებს არ ინდობენ. უფალს ებარებოდე. დამელოდე. მანდ მალე გადის დრო, აქ კი - არა. მენატრები სიგიჟემდე. მიყვარხარ", - წერს სოციალურ ქსელში თეონა თამაზიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა