თეგებით ძიება

როგორ ვებრძოლოთ ოფლიანობას?

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ოფლიანობა უფრ მეტად შემაწუხებელია. ოფლის გამოყოფა - ორგანიზმის ფუნქციის რეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისტემაა. ოფლს საოფლე ჯირკვლები გამოყოფს, აორთქლებისას სხეულის ზედაპირს აგრილებს და ორგანიზმს გადახურებისგან იცავს. ოფლთან ერთად გამოიყოფა წიდებიც.

ოფლს, რომლის 90%-იც წყალია, სუნი არა აქვს. ასეთი ოფლი გამოიყოფა მთელ სხეულზე განლაგებული ენდოკრინული ჯირკვლებიდან. უსიამოვნო სუნი წარმოიქმნება მიკროორგანიზმებით, მისი გადამუშავების შედეგად. როდესაც ადამიანი ნერვიულობს, ოფლიანდება და მის მიერ გამოყოფილ ოფლს მძაფრი სუნი ასდის.

ოფლიანობა ადამიანს ახასიათებს არა მარტო მაღალი სიცხის დროს, არამედ როდესაც სტრესული მდგომარეობით, ფიზიკურად ზედმეტად იტვირთება ან
დაავადებულია.

ზედმეტად ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) დაავადებაა და არა კოსმეტიკური დეფექტი, ამიტომ ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს. ასეთი ოფლიანობა შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრმა ჯირკვლებმა (მითუმეტეს, თუ მშვიდ მდგომარეობაში პულსი 90-ზე მეტია), თირკმელზედა ჯირკვლებმა და სხვა დაავადებებმა.

თუკი ადამიანი ჯანმრთელია და მაინც ზედმეტად ოფლიანობს, მაშინ შესაძლოა იმ წამლის ბრალი იყოს, რომელსაც ის იღებს. ცხელ ამინდში მოერიდეთ შემოტმასნილი სინთეტიკური ქსოვილისგან დამზადებულ ტანსაცმელს.

აუცილებელ ვენტილაციას ბამბის, სელის და აბრეშუმის ქსოვილის სამოსი განაპირობებს. ტკბილი, გაზიანი სასმლის მაგივრად დალიეთ მინერალური წყალი. ყავა ოფლიანობას მოგიმატებთ. სუნს საგრძნობლად შეამცირებს E ვიტამინი, თუმცა არა ოფლიანობას.

ოფლთან საბრძოლველად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენა. ვინაიდან ბაქტერიები სწრაფად მრავლდება თმაზე, იღლიის ქვეშ, აუცილებელია მისი რეგულარულად გაპარსვა. უმჯობესია, თუ ძილის წინ გაიპარსავთ, ხოლო ოფლის საწინააღმდეგო საშუალებას დილით იხმართ.
ოფლის მკვეთრი სუნის მოსაცილებლად გამოიყენეთ დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი. მათ განსხვავებული მექანიზმი აქვთ.

დეზოდორანტი ებრძვის სუნს და არა ოფლს. მის შემადგენლობაშია ნივთიერებები, რომლებიც სპობს მიკროორგანიზმს და მათთან ერთად ოფლის სუნს. მაღალი ეფექტის მისაღწევად, დეზოდორანტი უნდა იხმაროთ სუფთა კანზე, რათა მისი არომატი არ შეერიოს უკვე გამოყოფილ ოფლის სუნს.
ყველაზე მარტივ საოფლე საშუალებად მიჩნეულია წყალში გახსნილი საკვები სოდა. ამ ხსნარში დაასველეთ ხელსახოცი ან ბამბა და კანზე წაისვით. ეს მარტივი საშუალება გამოგადგებათ, თუ დეზოდორანტი არ გაქვთ.

ანტიპერსპირანტი ოფლის გამოყოფას საგრძნობლად ამცირებს. მის შემადგენლობაშია ალუმინი, მარილები, ზოგჯერ თუთიაც, რომლებიც ავიწროებენ ან მთლიანად გადაკეტავენ საოფლე ჯირკვლების სადინარებს და ხელს უშლიან ოფლის გამოყოფას.

ამ დროს კანი სავსებით მშრალია. მიკრობებს ანტიპერსპირანტი არ ებრძვის. მისი მოხმარება უმჯობესია დილით, შხაპის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ოფლის გამოყოფა ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციაა და მისი მთლიანად ბლოკირება არ შეიძლება.

ამიტომ ანტიპერსპირანტებთან სიფრთხილეცაა საჭირო: ყოველდღიურად არ გამოიყენოთ, იხმარეთ მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებში (ფეხები, იღლიები). მისი გამოყენება არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვის დროს, საუნაში და ა.შ.

ამავე მიზეზით ნუ იხმართ მას დიდი სიცხის დროს - ამ დროს გამოიყოფა ოფლი, რომელიც კანქვეშ გროვდება. დასვენების პერიოდში თქვენი კანიც დაასვენეთ და მოიხმარეთ მხოლოდ ჩვეულებრივი ჰიგიენური საშუალებები.

რამდენიმე ხნის წინ, აშშ-ში გაიმართა ფართო დისკუსია იმის თაობაზე, იწვევს თუ არა ანტიპერსპირანტები ძუძუს კიბოსა და ალცჰეიმერის დაავადებას. მედიკოსებმა კატეგორიულად გამორიცხეს ანტიპერსპირანტების კავშირი ამ დაავადებებთან.

გირჩევთ, ნუ გამოიყენებთ სხვა სქესისთვის განკუთვნილ დეზოდორანტ-ანტიპერსპირანტებს, ვინაიდან ქალისა და მამაკაცის იღლიის ქვეშ PH-ის სხვადასხვა დონეა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა