თეგებით ძიება

"ვიტრაბახებ, კარატისტები მეზრდებიან, რა ვქნა, ტრაბახა ვარ, როცა საქმე ჩემ გამოზრდილ ვეფხვებს ეხება" - რაზე წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ორშაბათ დღეს სამუშაო დღე არ ჰქვია ჩემთვის, ჰქვია შრომა-გასწორების რეჟიმი. ღამის 10-ზე ვამთავრებ. ჯერ კამარა, შემდეგ ლივინგ მუზეუმში შექმნილი სამყაროები, მერე ლექციები, მერე კიდევ გზა სახლისკენ და მერე თავისუფლება - აბსოლუტურ გამოშტერებულად თავის გრძნობა. მაგრამ ძალიან მომინდა მეთქვა, რომ კავკასიის უნიში კლინიკური არტთერაპიის სკოლის პირველი მაგისტრანტების კურსზე ამ წელიწადს ბოლო ლექციები გვქონდა დღეს და გადაჭარბების გარეშე ვიტრაბახებ, კარატისტები მეზრდებიან, რა ვქნა, ტრაბახა ვარ, როცა საქმე ჩემ გამოზრდილ ვეფხვებს ეხება. კიდევ ერთი წელიც და ეს ჯგუფი მოხატავს ცასაც, მიწასაც, მზესაც და მე ვიქნები ამაყი, ყოყოჩი, თვითკმაყოფილი, გაფუყული, ტრიპაჩა მასწავლებელი", - წერს ფეისბუქზე ფანჯიკიძე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა