თეგებით ძიება

"ფული სჯობსო სიცოცხლეს... ახლა მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას" - რომან გოცირიძე შეზღუდვების მოხსნაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე საკოორდინაციო საბჭოს მიერ კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას სოციალურ ქსელში ეხმაუერბა:

"ღია სივრცეში პირბადის გამოყენების გაუქმებამ ფრიად საზეიმო განწყობილება შექმნა ქვეყანაში, არა და ვაქცინირებულ ევროპაში, იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს, ხალხმრავალ ადგილებში მაინც სავალდებულო გახადეს მისი ტარება.

მალე რუსეთთან სახმელეთო საზღვარიც გაიხსნება(რუსებს აქვთ ჩაკეტილი, ჩვენ კი არა) და ინდური შტამით (რომელსაც ვაქცინა, როგორც ჩანს, ცუდად ერევა ან სულაც ვერ ერევა) დატვირთული ტურისტებიც შემოგვესევიან. ფული სჯობსო სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ვიტყვით ჩეულებისამებრ. რამდენი ასეული მილიონი ფული ჯდება ინფიცირებულების მკურნალობა, ეს სესხებით შეკერილი ჩვენი ბიუჯეტის ნახვრეტებიდანაც კარგად ჩანს.
ფულს სხვანაირი დათვლა უნდა.

ახლა მთავრობას ვაქებთ, რომ ასე თვითდდინებაზე მიუშვა პროცესი, შემოდგომაზე კი დავუწყებთ კრიტიკას ( ვნახეთ ეს შარშან).
თანმიმდევრულები მაინც ვიყოთ", - წერს გოცირიძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, ე.წ. კომენდანტის საათი იხსნება, ასევე ღია სივრცეებში პირბადის ტარების აუცილებლობა უქმდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა