თეგებით ძიება

"ძალიან შემრცხვა… ექიმებს საჩუქარი არ აჩუქოთ… " - გიორგი ღოღობერიძე

ექიმი-რეზიდენტი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მან უცნობი ადამიანისგან საჩუქარი მიიღო.


"გუშინ ლექციის წასაკითხად რომ ვბრუნდებოდი, ჩემი მოსწავლე შემხვდა, დიდი ხნის უნახავი და ეს საჩუქარი გადმომცა.

უცხო ადამიანისგან არის, ვერაფრით დაგიკავშირდაო… მერე შენი სურათები უნახავს ძველები, ერთ-ერთზე მეც რომ ვიყავი, მიპოვა და გამომატანაო

პირველ რიგში, ძალიან შემრცხვა… და მეორეც, ამ საჩუქრის მიღება ძალიან გამიძნელდა…

ექიმისთვის საჩუქრის ჩუქება, ჩემი აზრით, უხერხულია… ჩვენ ისედაც კმაყოფილი ვართ, როცა თქვენ კარგად ხართ და არც შემდეგ ჯერზე დაგზარდებით გვერდში დგომას.

მხოლოდ ერთი ცალი გავსინჯე… იმიტომ, რომ ბავშვობაში დედა აკეთებდა ხოლმე და მას მერე აღარასოდეს მეჭამა… ისეთი გემრიელი იყო.

რამდენიმე ცალს ჩემ დას და მამას მივცემ და დანარჩენს დავურიგებ ქუჩაში მყოფ ადამიანებს.

პ.ს. ამ პოსტით არაფრის თქმა მინდა, გარდა იმის, რომ ექიმებს საჩუქარი არ აჩუქოთ, თქვენზე ზრუნვა ჩვენი ვალდებულებაა… ის სახსრები ჯანმრთელად ყოფნისთვის მოიხმარეთ.

და დიდი მადლობა იმ უცნობ ადამიანს ასეთი სითბოსთვის", - წერს ღოღობერიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა