თეგებით ძიება

"მომრავლდა კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშისტო ხალხი" - გიორგი მშვენიერაძე თბილისში რასიზმის ფაქტზე წერს

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარ რასიზმის სავარაუდო ფაქტზე წერს:

"გუშინ, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, ფერადკანიანი ახალგაზრდა კაცი მორბოდა. მანქანას გადაუხტა წინ და განწირული და შეშინებული ეხვეწებოდა ჩამისვიო. მძღოლმა უკან ჩაისვა და მანქანა დაძრა. უცებ ვერ მივხვდი რა ხდებოდა. რამდენიმე წამში, ხიდის ქვეშ 3 მამაკაცი დავინახე, რომლებიც ქოშინებდნენ, შავი მაისურები ეცვათ, ერთს თავი გადაპარსული ქონდა და ცოტა მოზრდილი წვერით იყო. აშკარად ამას მოსდევდნენ საცემად ან ცემის გასაგრძელებლად. აშკარად რასიზმის სუნი იდგა.

ხოდა, მომრავლდა ასეთი კუნთმაგარი და ტვინსლიპინა მოფაშსტო ხალხი და თუ დროზე რამეს არ ვიზამთ, ცუდად დასრულდება ეს ყველაფერი", - წერს მშვენიერაძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა