ინდურ შტამის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს
ინდური შტამით დაავადებულ ერთ ადამიანს შეუძლია ხუთიდან რვამდე ადამიანი დააინფიციროს, საქართველოშიც ინფიცირებული პაციენტების უმრავლესობა ინდური შტამით დაავადებული იქნება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღეში“ განაცხადა.
„სამწუხაროდ, ე.წ. ინდური შტამი ბრიტანულ ვარიანტზე 60%-ით ძლიერია, ეს თუ ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერცერთი წევრი ინტაქტური ვეღარ ხდება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც კი საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. ამიტომ რეგულაციების პირნათლად შესრულება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
27 მაისს, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დაფიქსირდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ინდური შტამის 18 შემთხვევაა დადასტურებული.