თეგებით ძიება
24. 06. 2021 COVID - 19

"ინდური შტამი" მალე დომინანტური გახდება... ვაქცინები ყველასთვის არ არის და რაც არის, იმასაც ვერ ვითვლით" - არჩილ მარშანია მოსახლეობას აფრთხილებს

ექიმი, არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ კორომავირუსის ე.წ. ინდური შტამი საქართველოში მალე დომინანტური გახდება და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

"დელტა (ინდური შტამი) ვარიანტი მალე დომინანტური გახდება, ის უფრო მაღალი გადამდებლობით და ჰოსპიტალიზაციით გამოირჩევა.

ერთადერთი გზა არის მასიური ვაქცინაცია და საკუთარი თავის დაცვა ზოგადი რეკომენდაციებით, სულ იზოლირებული ვერ ვიქნებით რისკების სრული ელიმინაცია ნონსენსია, რისკების შემცირებაზეა საუბარი, ამიტომ უბრალოდ მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხმრავლობას, დახურულ შენობაში სადაც (თუ) ხართ გაანიავეთ ხშირად სივრცე, დისტანცია + პირბადე. სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გადადით იზოლაციაში.

რადგან ამ ეტაპზე ვაქცინები ყველასთვის არ არის და რაც არის იმასაც ვერ ვითვლით ნორმალურად, ძირითადი აქცენტი მაინც ზოგად რეკომენდაციებზეა", - წერს მარსანია ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა