თეგებით ძიება

"მალე დენის და გაზ-წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ..." - ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია, კოვიდპანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების გაუქმების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მანქანებზე ვიდეოჯარიმების ჩამოწერა არ სჯობდა? უფრო მეტი ამომრჩევლის გულს მოინადირებდით. ანუ დღეიდან ვარღვევთ კომენდანტის საათსაც, რეგულაციებსაც, თავზე ვიმხობთ ყველაფერს და კარგ ჩიტსაც დაიჭერთ, ვინც გაბედავს და დაგვაჯარიმებს. ჩემი ჯარიმა ჯარიმაა და სხვისი ჯარიმა კიტრია? მალე დენის და გაზ-წყლის გადასახადსაც გაგვიუქმებენ, ოღონდ რამენაირად 43 პროცენტი შეაკოწიწონ არჩევნებზე", - წერს გრიგოლია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა