თეგებით ძიება

"მატყუარა კაცების პარლამენტი!" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია საარცევნო კვოტებთან დაკავშირებით, პარლამენტში გამართულ პერფორმანსზე სოციალურ ქსელში წერს:

"ქალთა მოძრაობის ბანერი: "მატყუარა კაცების პარლამენტი!" ორმა ქალმა დეპუტატმა გადმოფინა, რადგან აქტივისტები უკანონოდ არ შეგვიშვეს სხდომათა დარბაზში.

ამ პარლამენტის 80% კაცია, და ამთგან ბევრი პოლიტიკური მატყუარაა. ჩვენ კვოტების კანონის დაჩეხვას ვაპროტესტებდით. მუნიციპლალურ არჩევნებში პროპორციული სია იზრდება, ამიტომ ქოცებმა ყოველი მეორის ნაცვლად ყოველ მესამედ გადააკეთეს კვოტა, რომ საკრებულოშიც 20% არ ასცდნენ ქალები.

წესით კვოტები უნდა დაეტოვებინათ ხელუხლებლად; ხოლო პროპორციულის ზრდასთან ერთად ეს პროცენტიც ნელ-ნელა გაიზრდებოდა და 24%-დან 34%-მდე ავიდოდა, მაგრამ მერე ქალებს როგორღა დაჩაგრავენ?! ამიტომ ოცნებამ მალულად, პირდაპირ მეორე მოსმენაზე შემოაპარა ეს ცვლილება. ხოდა, მატყუარები არიან ქოცი კაცები პარლამენტში, (ქოც ქალებს არც კი უთანხმებენ რამეს, ხშირად post factum აგებინებენ ხოლმე).

სამაგიეროდ, გვყავს არაჩვეულებრივი დეპუტატი ქალები

დიდი მადლობა ხათუნა სამნიძე და ანა წითლიძე რომ ჩვენი ხმა გააჟღერეს და ჩვენი ბანერი გამოფინეს. სწორედ ამ სახალხოობისთვის და სამართლიანობისთვის გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში!
#მეტიქალიპოლიტიკაში", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა