ამირან გამყრელიძე - კორონავირუსის ვაქცინით ერთჯერადად აცრილებიდან 0.8%-ში დაფიქსირდა ინფიცირება, ორი დოზით აცრილებიდან კი 0.2% დაინფიცირდა
კორონავირუსის ვაქცინით ერთჯერადად აცრილებიდან 0.8%-ში დაფიქსირდა ინფიცირება, ორი დოზით აცრილებიდან კი 0.2% დაინფიცირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება ვაქცინაციის შემდგომ დაინფიცირებას, ჩვენ ამას მუდმივ რეჟიმში ვსწავლობთ, ერთჯერადად აცრილებიდან 0.8 პროცენტში დაფიქსირდა ინფიცირება, მაგრამ თითქმის ყველა შემთხვევაში დაავადება წავიდა მსუბუქად. იყო გამონაკლისი ადამიანებისა, რომლებსაც დასჭირდათ ჰოსპიტალიზება. ორჯერად აცრილებში ეს პროცენტი ბევრად დაბალია, ორჯერადად აცრილების 0.2 პროცენტი დაინფიცირდა. გარდაცვალება დაფიქსირდა, მაგრამ არა კოვიდის გამო, ამ საკითხს ვსწავლობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.