699 ინფიცირება, 614 გამოჯანმრთელება, 9 გარდაცვალება - ეპიდვითარება საქართველოში
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი, ხოლო 614 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 362183-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 5237 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 348267 პირი.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 2,05%, ბოლო 14 დღის - 2,45%, ბოლო 7 დღის - 2,4%-ია.