თეგებით ძიება

"უდიდესი, გაუგონარი კატასტროფაა" - დეკანოზი ილია

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სასულიერო პირი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, სამეგრელოსა და ქუთაისში მომხდარი შემზარავი დანაშაულის ფაქტებს ეხმაურება.

"უდიდესი, გაუგონარი კატასტროფაა მარტვილში დატრიალებული დანაშაული: მამა-შვილის მიერ ჩადენილი რვა წლის გოგონას მიმართ, ასევე ცხრა წლის გოგონას მიმართ. მთელი ქვეყანა ფეხზე უნდა დადგეს, რადგან პედოფილიის შემთხვევები არნახულად გაიზარდა საქართველოში ბოლო წლების მანძილზე. აუცილებელია პედოფილიაზე იყოს უვადო პატიმრობა კასტრაციით. ბევრი ქვეყანა მიმართავს ამ ხერხს. პედოფილი გამოვა ციხიდიან რამდენიმე წელში და კვლავ პედოფილად დარჩებიან. ასეთია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ქვეყანა წალეკა პედოფილიიის კასკადმა. ამაში დამნაშავე არის უსუსური სახელმწიფო და უვარგისი, სუსტი კანონმდებლობა. მშობლებო, ნუ გყავთ საკუთარი მეთვალყურეობის მიღმა ბავშვები ნურცერთი წუთით!!! ლეგიტიმური კითხვა ჩნდება, რატომ უნდა ვარჩინოთ სიკვდილამდე ციხეში მანიაკები, განზრახ მკვლელები და პედოფილები, ვხარჯოთ უთვალავი თანხა მათ მოვლაზე, დაცვაზე, კვებაზე, ესეც სავალალოა. უბრალოდ, ერთი მორალური პლიუსი აქვს უვადო პატიმრობას სიკვდილით დასჯასთან შედარებით: მსოფლიომ იცის არაერთი შემთხვევა სასამართლოს მიერ გამოტანილი უსამართლო მსჯავრის, რაც უვადო პატიმრის მიმართ შესაძლებელია დროში გამოსწორდეს, ხოლო დახვრეტილ უდანაშაული პატიმარს კი ვეღარ გააცოცხლებ", - წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა