თეგებით ძიება
25. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში Pfizer-ით შესაძლოა 16-17 წლის მოქალაქეებიც აიცრნენ

საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში შესაძლოა 16-17 წლის მოქალაქეებიც ჩართონ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, Pfizer-ის ასაკობრივი ჯგუფი შესაძლოა, სექტემბრიდან გაფართოვდეს.

„ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვდგეთ რეკომენდაციით, რომ Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, 2 ასაკობრივი ჯგუფი დაემატოს, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. იცით, რომ რამდენიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც - აშშ-მა, კანადამ, ისრაელმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და რამდენიმე ქვეყანამ. იმედი მაქვს, რომ Pfizer-ის საკმარისი დოზები გვექნება“, - აღნიშნავს გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა