თეგებით ძიება
25. 06. 2021 COVID - 19

"ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ პირველადი კვლევები ამას გვიჩვენებს"

„იმას, რომ უფრო აგრესიულია და უფრო მაღალი ლეტალობა ახასიათებს, ვერ ვიტყვით და ხალხს ვერ შევაშინებთ. მით უფრო, რომ ეს ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ პირველადი კვლევები ამას გვიჩვენებს… - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

მან ასევე იმ სიმპტომების შესახებ ისაუბრა, რაც ე.წ ინდურ შტამს ვუჰანური ვარიანტისგან განასხვავებს.

"გაციება სხვანაირად იწყება. ჩინური შტამის დროს იყო ცხვირში გაჭედილობისა და სიმშრალის შეგრძნება, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება.

„დელტა“ შტამი რინორეით იწყება, შეიძლება თავიდან ტემპერატურა არ ჰქონდეს ადამიანს, ცოტა მოგვიანებით დაიწყოს და გახანგრძლივდეს.

სხვა კორონავირუსულ ინფექციებს ახასიათებს ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ტემპერატურის მატება. „დელტა“ შტამის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია, რინორია, ანუ ცხვირიდან გამონადენი და ცხვირთან ასოცირებული შეტევები. რაც წინა შტამების შემთხვევაში ნაკლებად ცირკულირებდა“. – ამბობს გოგინავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა