თეგებით ძიება
26. 06. 2021 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ18 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 255-ს მიაღწია.

ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსი 754 ადამიანს დაუდასტურდა, 438 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 35 928 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 639, „პისიარ“ ტესტით – 19 289.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,1%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო შვიდი დღის – 2,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 362 937 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 348 705 გამოჯანმრთელდა, 5 255 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 251 529 ადამიანი, დღიურად აცრილია 2 984.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 592 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 585 პირი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა