თეგებით ძიება

"არასდროს არ დავიღლები, მანამ სანამ ჩემი აფხაზეთი კვლავ ფეხზე არ დადგება მყარად!" - ემოციური პოსტი ოკუპირებული რეგიონიდან

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ლექსო გოგოხია ოკუპირებული აფხაზეთის, კერძოდ სოფელი დიხაზურგის დამწვარი საჯარო სკოლის ფოტოსა და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"ეს იყო სკოლა, სადაც მე-5 კლასამდე ვისწავლე. ბევრი მოგონება მაკავშირებს მასთან,ბევრი რამ მასწავლა. დღეს კი განადგურებულია, სახურავიც კი ჩანგრეულია. ვუყურებ და ვხდები, რომ ეს მდგომარება სრულად ასახავს თუ რა დღეშია ჩვენი საზოგადოება აფხაზეთში, რომელიც ყველასგან მიტოვებულია.

არასდროს მითქვამს, რომ დავიღალე და არც არასდროს არ დავიღლები, მანამ სანამ ჩემი აფხაზეთი კვლავ ფეხზე არ დადგება მყარად!
აფხაზეთი, დიხაზურგა!", - წერს ლექსო გოგოხია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა