თეგებით ძიება

"შენ ქართველი ხარ?" - სრულიად შეურაცხყოფილმა და გაოგნებულმა ადგილზევე მივეცი შენიშვნა" - როგორ მოექცა ლომჯარიას მოადგილეს ცნობილი ექიმი

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ნევროლოგ ზურაბ მეტრეველის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"ამ ბოლო დროს, ძალიან გამიმწვავდა წელის პრობლემა, ძლიერი ტკივილები მაქვს, შეზღუდული მობილობა და გადაადგილება მიჭირს. დღეს, ჩემი გამოკვლევებით მივედი ერთ-ერთ ცნობილ კლინიკაში -„ინოვა“ - ნევროლოგ ზურაბ მეტრეველთან. საბაზისო მონაცემები გამომკითხა, რამდენი წლის ვარ, სად ვმუშაობ, რას ვსაქმიანობ. სიმპტომების გამოკითხვის ეტაპზე, რამდენჯერმე ძალიან უხეშად შემაწყვეტინა საუბარი შემდეგი ფრაზებით (სრულად არ მახსოვს): ,,შენ ქართველი ხარ?\'\' „არა, მაინტერესებს ქართულად საუბარი იცი?\'\',,გაჩუმდი და ქართულად ამიხსენი\'\', ასევე, ,,განათლება გაქვს საერთოდ?\'\' „მაინტერესებს, უმაღლესი განათლება გაქვს? რანაირად ლაპარაკობ\'\', „მოეშვი ინტერპრეტაციებს\'\', ,,თავიდან ჩამოგითვლი ტკივილი რას ნიშნავს, ვერ იგებ“ და სხვა.

სრულიად შეურაცხყოფილმა და გაოგნებულმა ადგილზევე მივეცი შენიშვნა და ავუხსენი, რომ მიუღებელია მსგავსი საუბარი. რაზეც მიპასუხა, რომ „წყენია“ ვყოფილვარ და ცდილობდა მობოდიშებას. საბოლოოდ, წამოვედი ჩემი ტკივილებით და დანიშნულების გარეშე (ეს ცალკე ამბავია და აქ არ განვავრცობ). შეხვედრაზე ვაგვიანებდი და ამიტომ გადავწყვიტე კლინიკაში საჩივრის პროცედურა შემდეგ დამეწყო. სადაც მე ასე მომექცა, წარმოდგენაც არ მინდა, სხვა ადამიანს, მართლა ენობრივი ბარიერის მქონეს როგორ შეიძლება ექცეოდეს. მთელი დღეა გაოგნებული და დაბნეული ვარ.
ამ საღამოს, სრულიად შემთხვევით, მეგობარმა მისი ფეისბუქ გვერდიდან აღებული სქრინები გამომიგზავნა, სადაც საუბარია სახალხო დამცველის გადადგომაზე, შეურაცხმყოფელი მესიჯებია და ა.შ.

ახლა უკვე ცხადი და ნათელი გახდა რატომ მომექცა ასე. აბსოლუტურად ყველა ბერკეტს გამოვიყენებ, რომ ამ ადამიანმა პასუხი აგოს კანონის შესაბამისად. მე იქ მივედი, როგორც რიგითი პაციენტი და არა სახალხო დამცველის მოადგილე და მისი პროფესიული ეთიკა ითვალისწინებს ყველა პაციენტს მოექცეს თანასწორად. აუცილებლად მივმართავ როგორც კლინიკას, ასევე, რეგულირების სააგენტოს და იმედი მაქვს შესაბამის პასუხს მიიღებს", - წერს სხილაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა