შავნაბადაზე ამწე გადაბრუნდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
შავნაბადაზე მშენებლობაზე ამწე გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ხელოსანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით, სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.
"მთავარი არხის" ცნობით, შემთხვევა 24 ივნისს მოხდა.
ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.