თეგებით ძიება

"ჩემს კუთვნილ ორგანიზაციებში, ვინც არ აიცრება, ის ვერ გაჩერდება...ყველა ანტივაქსერი იდიოტია და არაფერში მჭირდება" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ის სამსახურში აუცრელ თანამშრომლებს არ გააჩერებს.

"ხო მართლა, ჩემს კუთვნილ ორგანიზაციებში, ვინც არ აიცრება, ის ვერ გაჩერდება - ცხადია ჩინურით აცრას არავის ვთხოვ, მაგრამ პფაიზერი, ჯონსონი და დასავლური აცრები რომ შემოვა, ტაბულას და ამომრჩეველთა საზოგადოების თანამშრომლები აუცილებლად აიცრებიან.
უპასუხისმგებლო ანტივაქსერებს არ ვქირაობ - ყველა ანტივაქსერი იდიოტია და არაფერში მჭირდება.

(ცხადია ჩემები არაფერ შუაში არიან, იცრებიან - ეგებ სხვა ორგანიზაციებმაც იგივე ქნან, იმიტომ ვწერ)", - წერს ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა