თეგებით ძიება

"სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, დედამიწას გადაშენება არ უწერია!" - რას წერს ხატია სიჭინავა

ყოფილი ტელეწამყვანი, ხატია სიჭინავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"სანამ ასეთი ადამიანები არსებობენ, დედამიწას გადაშენება არ უწერია !!
კლინიკა "კანი" ს გლდანის ფილიალში 2 ქალბატონი მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ორივე ონკო პაციენტი ბავშვების დედები იყვნენ, გვერდიგვერდ პალატაში. ერთი ქართველი იყო, მეორე აზერბაიჯანელი, რომელმაც ქართული არ იცოდა. ქართველმა დედამ, რომლის შვილიც იმ დროისთვის ქიმიო თერაპიაზე იყო შეყვანილი, მოიყვანა მეზობელი პალატის დედა, რომელსაც საკმაოდ გართულებული , ჩირქოვანი გამონაყარი ქონდა და ტანჯავდა. ვინაიდან მეზობელმა ქართული და თბილისი ცუდად იცოდა, თვითონ ჩაწერა კლინიკაში, თვითონ მოიყვანა, გადაუხადა და უკან წაიყვანა საავადმყოფოში. ქართველი დედა, ჩემთვის ყოველთვის ბრძოლასთან და სიძლიერესთან ასოცირდება. არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ მინდა მთელი გულით, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო პატარებს, და სანამ თქვენნაირი ადამიანები არსებობენ, სანამ ადამიანების უანგარო სიყვარული არსებობს, გადავრჩებით. ღმერთმა წყალობა არ მოგაკლოთ ორივეს და სრულიად საქართველოს დედებს", - წერს სიჭინავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა