თეგებით ძიება

"აფხაზეთელი აბიტურიენტების ბულინგს გახსნილად ვაცხადებ..." - გელა ხასაია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, გელა ხასაია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ აბიტურიენტებთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს:

"აფხაზეთელი აბიტურიენტების ბულინგს გახსნილად ვაცხადებ...
ისევ იმ აბიტურიენტებს ებრძვიან და აბულინგებენ, რომელებიც ქართულ წიგნებს ნატრულობენ. ენგურზე საქართველოს ისტოორიის წიგნის გადატანა ძალიან პრობლემურია(რისკებთან არის დაკავშირებული) და ესეთ ადამიანებს აყვედრიან უგამოცდოდ ჩარიცხვას.

კოვიდ სიტუაციამ ეს ამბავი ორმაგად დაამძიმა.ენგური თითქმის 2 წელია რაც ჩაკეტილია.აბიტურიენტები ვერ ახერხებენ კერძო მასწავლებლებთან სიარულს,არ აქვთ წიგნები.ამ დროს ჩვენ მათ უნდა ვამხნევებდეთ მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხო ყველაფერი უკუღმა ხდება.

ვაბულინგებთ მათ,ვისაც რუსულად უწევთ სწავლა და მალულად მეცარინეობენ საქართველოს ისტორიას,ქართულს,უნარებს და კიდე სხვა ბევრ საგნებს.

უგამოცდოდ ჩარიცხვა არ არის სწორი გამოსავალი მაგრამ ახლა,ამ კოვიდის გამო ჩავარდნილმა წელმა სხვა გზა არ დაგვიტოვა არავის.ელემენტარული წიგნის საყიდლად ვერ გადმოდიან.

იმედი მაქვს ისედაც დასტრესის ბავშვებს სიცოცხლეს არ გაუმწარებებ უნივერისტეტებში “უგამოცდოდ ჩარიცხვის გამო”
წინა წელსაც იგივე მოხდა,ისევ ენგურის გამო.მაშინ ბევრი ტალახი ესროლეს ქართველებმა ისევ ქართველებს.
იქნებ გავიზარდოთ და არ განმეორდეს იგივე!\', - წერს გელა ხასაია ფეისბუქზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა