თეგებით ძიება

"ნუ ულანძღავთ ამ ბავშვებს დედას..." - ბაია პატარაია სამეგრელოში მომხდარ პედოფილიის ფაქტზე

ქალთა და ბავშვთა უფლებადამცველი, ბაია პატარაია სამეგრელოში მომხდარ პედოფილიის ფაქტს სოციალურ ქხელში ეხმაურება და საზოგადოებას 8 წლის გოგოს დედის ლანძღვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

"მშობელი უნდა ვალაპარაკოთ ტელევიზიაშიო, მართლა არ ვიცი, რატომ ან რა უნდა ისაუბროს ამ დროს მშობელმა... მე რომ ამ ბავშვს ვიცავდე (უკვე შევთავაზეთ, მაგრამ ჯერ არ დათანხმებულან), მშობელს ვთხოვდი მაქსიმალურ კონფიდენციალურობას.

ასევე, ნუ ულანძღავთ ამ ბავშვებს დედას. თქვენ როგორც წარმოგიდგენიათ ბავშვის გაუპატიურება ანალურად და ვაგინალურად, ასე არ ხდება პრაქტიკაში ხშირად. პედოფილები საკმაოდ ფრთხილი და ვერაგი ხალხია, იციან, როგორ არ აწამონ ბავშვი, როგორ მიიჩვიონ და როგორ მოატყუონ და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრი პრაქტიკა დაგვიგროვდა და გთხოვთ, მშობელს ნურც არაჰიგიენურობას დააბრალებთ და ნურც უყურადღებობას. ისეთ დედებს ვიცნობ, ბუზს რომ არ აჯენდნენ შვილს თავზე, მაგრამ ძალიან ახლო ნათესავისაგან და მეზობლისაგან ვერ დაიცვეს შვილი. კარგი დედისთვისაც ვერ უთქვამს შვილს დროულად. ბავშვს თუ წინასწარ არ აქვს ინფორმაცია პედოფილიაზე და თავდაცვაზე, ვერაფერს ხვდება და ვერანაირად ვერ იცავს თავს როგორც წესი. ამიტომ გაეშვით დედის ლანძღვას", - წერს პატარაია ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა