თეგებით ძიება

"პედოფილობა გადახრაა და სანამ ნორმად შემოვიდა, საფუძველშივე უნდა ჩაიხშოს" - იუნა შაფათავა სამაგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაზე

აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა საქართველოში მომხდარ პედოფილიის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"რა ბოდვებს წერენ ეს “ქალთა უფლებების დამცველები”.
პედოფილიისგან დაცვა არ არსებობს. პედოფილობა გადახრაა და სანამ ნორმად შემოვიდა, საფუძველშივე უნდა ჩაიხშოს.

მე პირადად მილიონჯერ გადამხდენია ასეთი ახვრობა და აქ მილიონ მაგალითს ვერ დავდებ. გუშინ მაგალითად, დღისით, სენტრალ პარკთან სამხრეთ მხარეს, სადაც ხალხიც არის, მოძრაობაც და ჩახდილი დადის ხალხი, ცხენების ეტლებია და ხალხმრავლობა მუდამ, მაინცდამაინც მე, ამხელა ქალს, ტანზე დამკვდარი ვარდისფერი კაბა მეცვა და ლამის ადგილზე მებრდღვნა სექს ავადმყოფი, მადლობელი ვარ, რომ პოლიცია იდგა იქვე, მიხვდნენ რომ მომდევდა რაღაც ჩუმი ჩურჩულით და შეაშინეს, გაჩერდა სადაც იყო. არც ბავშვი ვარ, არც მორიდებული. პოლიცია რომ არ მდგარიყო, მისი ცემა მარტო მომიწევდა და თავდაცვად ჩამეთვლებოდა, არც არავინ დამაჯარიმებდა ამაზე.

ერთადერთი ზომა, ბავშვებისთვის რეკომენდაციების გაცემა სკოლაში და სახლში, რომ არ არის სირცხვილი, მოყვნენ თუ ვინმე უცხო ქალი ან კაცი უცნაურად იქცევა ან აშინებს ან რაღაცას ჰპირდება და ასე შემდეგ, ვინც არ უნდა იყოს!!! ოჯახში თუ გარეთ!!!!
და პედოფილის გამომჟღავნებისას მისი უბრალოდ ციხეში ჩაყოფა ან დახვრეტა ადგილზე, გარჩევის გარეშე.
ზედმეტი ტოლერანტობის გარეშე.
და სულ მკიდია, რომ სასტიკს დამიძახებთ.

ბავშვების ფსიქიკის დასახიჩრება და მკვლელობა სიკვდილით უნდა დაისაჯოს", - წერს შაფათავა ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა