თეგებით ძიება

"საქართველო ნამდვილი ჯოჯოხეთია, სადაც არ უჯერებენ ბავშვს და მერე შურისძიებისთვის სხვა უბედური ბავშვების ცხოვრებას ანგრევენ - სახლს რიტუალურად უწვავენ" - მაია ცირამუა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა სამეგრელოში მომხდარ პედოფილიის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობს, რათა ბავშვებმა მოძალადე ამოიცნონ.

"ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ სწავლება როგორ ამოიცნონ მოძალადე, რა სახის შეხებაა სახიფათო.
მათ არ უნდა ეშინოდეთ მშობლებთან საუბარი საკუთარ შეცდომებზე, შიშებზე, წარუმატებლობაზე …
ბავშვის პირად სივრცეს ლამის დაბადებიდან უნდა ვცეთ პატივი და არ უნდა იყოს ნორმად მიჩნეული ბავშვის სხეულთან შეხება, არც უცხოსთვის და არც ახლობლისთვის.

ბავშვები განცდილ ძალადობაზე ვერ ან არ ლაპარაკობენ ბევრი მიზეზის გამო - ფიქრობენ, რომ არ დაუჯერებენ, ეშინიათ მუქარის, რომელიც მოძალადის მთავარი იარაღია. ოქროს სიტყვებია თუ ბავშვმა ხმა ამოიღო და გაბედა და ჩვენ სასტიკი უფროსები არ ვუჯერებთ- ფანტაზიორობენ, იტყუებიანო, ხან ასაკი მოგვაქვს მიზეზად და ხან თუნდაც ერთხელ ნათქვამი ტყუილი! . იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, რომ მათი ტყუილიც ჩვენი პროვოცირებულია.

ბავშვები არ ტყუიან როცა ასეთ სასტიკ ძალადობაზე საუბრობენ. ეს ბევრი კვლევით დასტურდება. ჩემი პრაქტიკიდანაც არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როცა ბავშვმა ასეთი ამბავი გამოიგონა.

ჩვენ ვართ მატყუარები, სასტიკები და უპასუხისმგებლოები, უგულოები. რამდენი ბავშვია ჩვენი მსხვერპლი! რამდენი ბავშვია, რომელსაც ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ საკუთარ სახლში, სამეზობლოში, სკოლაში, სანათესაოში ემუქრება. ეს ქვეყანა კი არის ნამდვილი ჯოჯოხეთი, სადაც ჯერ არ უჯერებენ ბავშვს და მერე შურისძიებისთვის სხვა უბედური ბავშვების ცხოვრებას ანგრევენ.
ბავშვებს სახლს რიტუალურად უწვავენ", - წერს ცირამუა ფეისბუქზე.




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა