თეგებით ძიება

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ურეკში პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 13 პირს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულების ინტერესების დამცველის, გიორგი სურმანიძის განცხადებით, სასამართლომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

ადვოკატები სამართლებრივი დავის გაგრძელებას გეგმავენ. დაკავებულთა ახლობლები კი ურეკში, საპროტესტო აქციის გამართვას აანონსებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 25 ივნისს გურიაში 13 პირი დააკავა. პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც შვიდიდან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა