თეგებით ძიება

"მას მე თავიდან შევუყვარდი" - კაცმა, რომელიც ალცჰაიმერითაა დაავადებული და ცოლი აღარ ახსოვდა, მასზე მეორეჯერ იქორწინა

პიტერ და ლიზა მარშალები გასული წლის დეკემბერში თავიანთ ფავორიტ სატელევიზიო გადაცემას უყურებდნენ, როდესაც მოულოდნელად პიტერმა ქალს ხელის სთხოვა, მოგვიანებით კი ხელმეორედ იქორწინა კიდეც მასზე.

საქმე იმაშია, რომ 56 პიტერი და 54 წლის ლიზა უკვე 12 წელია ქორწინებაში იმყოფებიან. როგორც CNN წერს, პიტერს ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზი 2018 წელს დაუსვეს, რის შედეგადაც მას ბოლო 20 წლის განმავლობაში მის ცხოვრებაში მომხდარი ფაქტები აღარ ახსოვს.

"ჩვენ ახალი მოგონებები შევქმენით, მაგრამ მე მერჩივნა, რომ "ის პირველი ყოფილიყო დამახსოვრებული", - აცხადებს ლიზა.

მისი თქმით, დაავადების პირველი ნიშნები რომ გამოჩნდა, როგორიცაა გასაღების, საფულის სახლში დარჩენა, მას ეგონა, რომ ეს ასაკობრივი იყო, თუმცა, მოგვიენებით პიტერს სიტყვების მნიშვნელობებიც დაავიწყდა. ძვირადღირებული ანალიზებით კი მას ალცჰაიმერის დაავადება დაუდგინეს.

დაავადება სწრაფად პროგრესირებდა, რის გამოც პიტერს დაავიწყდა, რომ ლიზა მისი მეუღლე იყო.

2020 წლის დეკემბერში კი პიტერმა ლიზას ხელი განმეორებით სთხოვა.

"ეს ძალიან ემოციური იყო ჩემთვის, მას მე მეორეჯერ შევუყვარდი. თავს პრინცესად ვგრძნობ. მე ყველაზე ბედნიერი ქალი ვარ მსოფლიოში", - ამბობს ლიზა.

წყილმა მეორედ მიმდინარე წლის აპრილში იქროწინა.

"პიტერი ქორწილის დღეს ძალიან ბედიერი იყო, მან მითხრა: "ლიზა მიყვარხარ" - და ეს იყო ყველაფერი, რაც მე მჭირდებოდა.

ამ ეტაპისთვის, ლიზა მეუღლეს უვლის და პარალელურად ბლოგიც აქვს, რომლითაც ალცჰაიმერით დაავადებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს ეხმარება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა