ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
28 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1579 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1489 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში - 0.90 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.7690 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7601 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.89 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.3612 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.3911 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 ივნისიდან შევა ძალაში.