მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა
29 ივნისის 11:00 საათის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში ვაჭრობის შედეგად, მსოფლიო ნავთობზე ფასები მცირედით შემცირდა
Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 0,45%-ით შემცირდა 73,81 აშშ დოლარამდე, ხოლო აგვისტოს ფიუჩერსების ფასი 0,52%-ით შემცირდა და ბარელზე 74,29 აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება, WTI-ის ნავთობის აგვისტოს ფიუჩერსების ღირებულებას, იგი 0,41%-ით არის შემცირებული, 72,61 აშშ დოლარამდე.
რაც შეეხება კვირის მაჩვენებელს, გასული კვირის ბოლოს, ნავთობის ღირებულება, Brent-ის ტიპზე 3,4%-ით, ხოლო WTI - 3,6%-ით.
OPEC+-ის მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს, 1 ივლისს გაიმართება. სხვადასხვა გამოცემები იუწყებიან, რომ ალიანსმა შეიძლება გაზარდოს წარმოება, ხოლო ანალიტიკოსები თვლიან, რომ ნავთობის მოპოვების ზღვარი არ გაიზრდება.