თეგებით ძიება

"დორბლი რიგრიგობით ჩამოიწმინდეთ – თქვენ თუ გიჟდებით ჩვენ ნუღა გვტენით" - ნახეთ, რას წერს ნუკა არველაძე

ჟურნალისტი ნუკა არველაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ახსენებს.

არველაძის თქმით, ისევე შეუძლებელია კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი არაერთი სასტიკი დანაშაულის ხელახლა გადაწერა როგორც წინა ხელისუფლების 9 წლიანი მმართველობის: "დავივიწყოთ ნაცების 9 წელი? - იგივეა რაც დავივიწყოთ 37 წელი.. დავივიწყოთ ჰიტლერი და ნაცისტების სისასტიკე.. დავივიწყოთ ტერორისტების მიერ მოწყობილი 11 სექტემბერი და ა.შ. შეუძლებელია გადაწეროთ სისასტიკით შექმნილი ისტორია, რომლის მსხვერპლი ასი ათასობით ადამიანია!!! ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და თქვენთან აფილირებული ყველა პარტია - ატარებთ ამ მემკვიდრეობას!!! ამიტომაც: თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვას არ აქვს და არც არასოდეს ექნება ფასი!!! შეირგეთ ის რაც გაქვთ და ნუ აღიზიანებთ თქვენგან ძალიან ძალიან დაღლილ სახოგადოებას!!! მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ 2012 წელს ქართული ოცნების მიერ გატარებული პოლიტიკის წყალობით თქვენ მიიღეთ შანსი და დარჩით ქართული პოლიტიკის ნაწილი და შემდეგი წლები, ნაცვლად იმისა რომ გაგეცნობიერებინათ თქვენი დანაშაული, მოანდომეთ საბოტაჟს, ქვეყნის არევის მცდელობას და ბოლოს როცა მიხვდით რომ ხალხმა გაგისროლათ ისტორიულ სანაგვეზე რევოლუცია მოინდომეთ!! დორბლი რიგრიგობით ჩამოწმინდეთ დორბლიანს - თქვენ თუ გიჟდებით ჩვენ ნუღა გვტენით - პასუხად აგრესიას მიიღებთ მხოლოდ!!! #რაცგინახავსვეღარნახავთ - და ვეღარც სსრკ ჰიმნი გიშველით და ვეღარაც კარავში გორიალი!!!" - წერს ნუკა არველაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა